აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით 23 ივნისს, პირველად ფაკულტეტის ისტორიაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც თავისი მასშტაბურობით  გახლდათ გამორჩეული.

საღამო ორ მიმართულებას ისახავდა მიზნად:

1.     ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულებმა. შესაბამისად, ღონისძიება მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 350 სტუდენტი. მათ შორის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებიც.

2.     საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობების პირველი კურსდამთავრებულები.

სტუდენტებისათვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიკერა 250 მანტია. ჩატარდა საკმაოდ რთული სამუშაოები ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის. საზეიმოდ მორთულ ეზოში საღამოს 6 საათზე, მობრძანებული სტუმრების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში წითელ ხალიჩაზე უწყვეტ ნაკადად შემოაბიჯა კურსდამთავრებულთა ულამაზესმა ნაკადმა. უნივერსიტეტის ლოგოს ფერებში შეკერილი მანტიებით შემოსილ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

„ღონისძიების მიზანი იყო ფაკულტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება, 1997 წლის კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე იმყოფებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რეგალიები იძლევა შანს წლევანდელი კურსდამთავრებულების დასაქმებას შეუწყონ ხელი.

ამასთან, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 2.2. სტანდარტი პირდაპირ ასოცირდება აღნიშნული ტიპის ღონისძიებების მოწყობასთან, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამების საჯარო განხილვა დამსაქმებლებთან ერთად, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ა.შ.“ 

9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ ლაჯანურ ჰესის, გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტრო სადგურების წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად  წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას ისახავს. აღნიშნული სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განხორციელდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტთან. 

წყალსაცავების გარეცხვისას, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში დაიწევს და  ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.

მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

·         13 თებერვალს 16:00-18:00 საათამდე - ფიდერი „თიბისი ბანკი“, 1 აბონენტი.

·         14 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „N24“, დაახლოებით 2300 აბონენტი აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.) და მიმდებარე ქუჩებზე.

·         16 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი N12“, დაახლოებით 500 აბონენტი ფალიაშვილის, ცისფერყანწელთა, წმ. ნინოს, ლერმონტოვის, ბროსეს ქ.

·         17 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „15“, დაახლოებით 250 აბონენტი თამარ მეფის ქ.

 

სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ "2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციაქუთაისშიმედიის წარმომადგენლებსგააცნოგანხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები თუ პრობლემებიანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლებიაბონენტთამომსახურების ხარისხის ზრდის მიზნითგანხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთაინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტიკომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდულიმაჩვენებელიწარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ..

აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზეასევე 2016 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე.    სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელახოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.

ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2017 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მიმდინარე წლის 23-27 იანვარს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 ქუთაისი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 1“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

·         23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „აბრეშუმკომბინატი“, 3 აბონენტი.

·         24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N258“, დაახლოებით 1100 აბონენტი, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის ქ.

·         25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N510“, 2 აბონენტი.

·         26 იანვარს 11:00-14:00 სთ.  - ფ. „N2ა“, დაახლოებით 2700 აბონენტი ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.

·         27 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N75“, დაახლოებით 1000 აბონენტი რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის, კუპრაძის ქუჩის ნაწილი.

 

სამტრედია. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურ “სამტრედია 2“ გამოირთვება ფიდერები:

 

·         23 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, სოფელი ეწერი (ნაწ.)

·         23 იანვარს  14:00-17:00 სთ. - ფიდერი №5, ქ. სამტრედია (ა.კალაძის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის, ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის, ქუთაისის ქ.); 

·         24 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, ქ. სამტრედია (აღმაშენებლის, გრიბოედოვის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის ქ.); სოფლები ახალსოფელი, ეწერი.

·         24 იანვარს   14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის ქ.)

·         25 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №8, სოფელი იანეთი.

·         25 იანვარს   14:00-17:00 სთ. - ფიდერი №9, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის, კალანდარიშვილის ქ.)

·         26 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №11, ქ. სამტრედია (ა.გეგეშიძის, ა.კალაძის, კუიბიშევის, საბჭოს ქ.), სოფ. მელაური, ქვათახე, ეწერი.

 

ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული 3“ გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:

 

·         23 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "საავადმყოფო".

·         24 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი",

·         25 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი“.

·         26 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17

·         27 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "გამამდიდრებელი-2".

 

ზესტაფონი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 იანვარს 15:00-17:00  220 კვ გ/ხ „აჯამეთი 1“-ის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია აღნიშნული გადამცემი ხაზის გამორთვა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით საჭირო იქნება ქ/ს „სვირი წევადან“ ძაბვის მიწოდება შეუწყდეს 10 კვ ფიდერებს: როდინაული, მეორე სვირი, ღვინის ქარახანა და ელ.მექანიკური. ამის გამო მითითებულ პერიოდში ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: მეორე სვირი, როდინაული და ცხენთარო.

 

ამბროლაური. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:

 

·         23 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე  - ფიდერი "ლუხუმიჰესი". 

·         25 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ურავი" - სოფელი ურავი.

·         27 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლიხეთი" - სოფლები ლიხეთი და აბარი.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადადის. სისტემის პრეზენტაცია არქიტექტორებისთვის ქუთაისის მერიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ქალაქში დასაქმებულ არქიტექტორებს ახალი პროგრამა ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის უფროსმა წარუდგინეს. ქალაქის განვითარების გეგმის თანახმად, მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლა ეტაპობრივად ხდება. სისტემა ჩართულია http://my.kutaisi.gov.ge/#/home/applications/list -ზე, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა დოკუმენტაცია, რაც არქიტექტურის სფეროს ეხება ატვირთონ ელექტრონულად. სისტემაში ატვირთული პროექტი ინტერნეტსივრცეში საჯარო იქნება.

10 უდიდესი კომპანია რომელთაც ეკუთვნით თითქმის ყველა კვებისა და სურსათის ბრენდები მთელს მსოფლიოში. 

ეს კომპანიებია: Nestlé, PepsiCo, Coca-Cola, Unilever, Danone, General Mills, Kellogg's, Mars, Associated British Foods და Mondelez.

ისინი ფლობენ ათასობით კვების პროდუქტების საწარმოებსა და სწრაფი კვების რესტორნებს მსოფლიოს მასშტაბით. მთლიანობაში მათი საშუალო წლიური შემოსავლები 400 მლრდ. დოლარს აჭარბებს.

Kellogg's - 13,5 მლრდ. $

Associated British Foods - 16,6 მლრდ. $

General Mills - 17,6 მლრდ. $

Danone - 24,9 მლრდ. $

Mondelez - 29,6 მლრდ. $

Mars - 33 მლრდ. $

Coca-Cola - 44,3 მლრდ. $

Unilever - 59,1 მლრდ. $

Pepsico - 63 მლრდ. $

 

Nestlé - 87 მლრდ. $

ლა-ლაგუნის უნივერსიტეტის კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა ალეხანდრო სუარეს მასკარენიომ და მისმა ხელმძღვანელმა რაფაელ რებოლომ „სუპერდედამიწის“ ტიპის პლანეტა GJ 536 b აღმოაჩინეს. პლანეტა ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 33 სინათლის წლის მოშორებით და მისი მასა დაახლოებით 5,4 დედამიწის მასის ტოლია. კვლევა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები არიან ჩართულნი, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება.

ვარსკვლავ GJ 536-ის გარშემო მოძრავი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში არ მდებარეობს, თუმცა, მისი მოკლე ორბიტული პერიოდისა (8,7 დღე) და დედა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ნათების გათვალისწინებით, პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა ნამდვილად მიმზიდველია საკვლევად; ვარსკვლავი საკმაოდ ცივია, რითაც ახლოსაა ჩვენს მზესთან. კვლევის დროს, დაფიქსირდა მაგნიტური ველის ციკლის მზის მსგავსი აქტივობა, თუმცა მოკლე, სამწლიან პერიოდში.

„სხვათა შორის, ეს პირველი პლანეტაა, რომელიც ამ ვარსკვლავთან ვიპოვეთ, თუმცა კვლევას ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, ჰყავს თუ არა მას კომპანიონი პლანეტებიც. ამ ჯგუფისათვის, ძირითადად კლდოვანი პლანეტებია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ამ ტიპის ვარსკვლავების ირგვლივ. თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარსკვლავისგან ცოტა უფრო მოშორებით, მომდევნო 100 დღიდან რამდენიმე წლიან პერიოდში, კიდევ ვიპოვით სხვა, დაბალი მასის მქონე პლანეტებს. ამჟამად, სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ, რათა ამ ახალ ეგზოპლანეტათა ტრანზიტს დავაკვირდეთ და განვსაზღვროთ მათი რადიუსი და სიმჭიდროვე“, — ამბობს პუბლიკაციის ავტორი ალეხანდრო სუარეს მასკარენიო. 

„ეს კლოდვანი ეგზოპლანეტა მზეზე უფრო პატარა და ცივი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თუმცა, ვარსკვლავი საკმაოდ კაშკაშაა. გარდა ამისა, კარგად დაკვირვებადია ამ ვარსკვლავის როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთ ნახევარსფერო, რაც ძალიან წაგვადგება სამომავლო მაღალსტაბილური სპექტროგრაფიული კვლევებისთვის, განსაკუთრებით კი სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა კლდოვანი პლანეტების გამოვლენაში“. 

პლანეტა ერთობლივი ძალებით აღმოაჩინეს კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტმა და ჟენევის ობსერვატორიამ, რისთვისაც გამოიყენეს რამდენიმე ტელესკოპი, მათ შორის ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებული მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მაძიებელი (HARPS), HARPS North-ი და კანარის კუნძულებზე მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის გალილეოს ეროვნული ტელესკოპი.

 

წყარო: Cსტუდია

 

 

Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

 

წყარო: 2030.ნიუს

ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში ადგილობრივი დროით 7:40 სთ ზე დაფიქსირდა. სეისმოლოგიური ცენტრების ინფორმცაიით ეპიცენტრი პერუჯადან 68 კილომეტრში  6.6 მაგნიტუდა იყო . ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საზღვაო არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე მოულოდნელად აღმოაჩინეს 41 ჩაძირული გემი. უნიკალური აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მკვლევართა ჯგუფი ახალი, დისტანციურად მართვადი ხელსაწყოების საშუალებით ბულგარეთის სანაპიროების ფსკერის სკანირებას ახდენდა. მათი მიზანი იყო შეესწავლათ როგორ აიწია ამ რეგიონში წყლის დონემ საკმაოდ სწრაფად ბოლო გამყინვარების შემდეგ. „გემები სრულიად მოულოდნელი, მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩენაა, რაც ვრცელი გეოფიზიკური კვლევის დროს მოხდა. შავი ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრს ქვემოთ არსებული ჰიპოქსიური გარემოს წყალობით (ჟანგბადის ნაკლებობა),  ისინი საოცრად კარგადაა შემონახული“, — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ჯონ ადამსი. ორი ახალი წყალქვეშა მავალის წყალობით, შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიის ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ჩაძირული გემები საოცრად დეტალურად გადაეღო. ეს ხელსაწყოები ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ მონაცემებს იწერენ და კვლევით გემს გადასცემენ, რომელთანაც არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთი მავალი აღჭურვილი მაღალი რეზოლუციის კამერით, რამაც ჯგუფს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ 3D ფოტოები. 

აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა მავალებმა 1800 მეტრის სიღრმიდან სულ  1 250 კმ ტერიტორია დაფარეს.

არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ ახლად აღმოჩენილი ჩაძირული გემები დაეხმარება მათ ნათელი მოჰფინონ თუ როგორ იყენებდნენ უძველესი კულტურები ზღვას. როგორც ჯგუფმა დაადგინა, გემების ნაწილი ოსმალეთის იმპერიას მიეკუთვნება, ნაწილი კი ბიზანტიას.

შემდეგი ნაბიჯი გემების დეტალური შესწავლა იქნება. ჯერჯერობით უცნობია რა იმალება თავად ხომალდებს შიგნით.

ჩაძირული გემების აღმოჩენა ჯგუფის ძირითადი მიზანი არ ყოფილა — მათი პროექტი ფოკუსირებულია დედამიწის ისტორიის მანძილზე ზღვის დონის ცვლილების შესწავლაზე.   

 

წყარო: 1tv.ge

გერმანია ლიტვაში მძიმე ტექნიკას გაგზავნის. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით განათავსებენ. ბერლინში აცხადბენ, რომ ლიტვაში იგეგმება 600 გერმანელი ჯარისკაცისა და მძიმე ტექნიკის დისლოცირება, რაც იქნება ნათელი გზავნილი რომ გერმანია ბალტიის სახელმწიფოებისა და პოლონეთის უსაფრთხოების დაცვის საკითხს სერიოზულად უდგება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიის ფრაქციის წევრებმა. მათი განცხადებით, გერმანული ტექნიკის რუსეთის საზღვრებთან გაგზავნა რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ნატო-ს წევრმა სახელწმიფოებმა დაადასტურეს, რომ ბალტიის სამ სახლმწიფოსა და პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდიან. საუბარია ოთხ ბატალიონზე, რომლებსაც რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განალაგებენ. ლიტვაში ნატო-ს ბატალიონს გერმანია უხელმძღვანელებს.ამას გარდა, ალიანსის წევრი ექვსი ქვეყანა შავ ზღვის რეგიონში საჰარეო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა. საუბარია აშშ-ზე, კანადაზე, გერმანიაზე, ნიდერლანდებზე, პოლონეთსა და თურქეთზე.

აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდიანრე კონფლიტში ჩართულობის საპასუხოდ მიიღეს.

დეველოპერული კომპანია M2 საქრთველოში სამი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ  განაცხადა, ამერიკული ბრენდის Ancor 152 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა თბილისში მომავალი წლის ნოემბერში დასრულდება. მეორე სასტუმრო მელიქიშვილის 10 ნომერში განთავსდება, კომპანია ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვას ელოდება და მისი მიღებიდან 18 თვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს. მესამე სასტუმროს მშენებლობა კი ქუთაისში იგეგმება. როგორც ბურდილაძე განმარტავს, "ანკორის" ბრენდის სასტუმროები 3-ვარსკვლავიანია. "სამ ვარსკვლავიან სასტუმროებზე ტურისტების მხრიდან მოთხვნა მაღალია, თუმცა დღეს მათი ნაკლებობაა. 5-4 ვარსკვლავიანი სასტუმროებით ბაზარი გაჯერებულია და ეს სეგმენტი საკმაოდ დატირთულია. შესაბამისად შევდივართ იმ ნიშაში რომელიც თავისუფალია ამ ეტაპზე“, - აცხადებს ბურდილაძე. თითო სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 12-13 მილიონი დოლარი იქნება

„სტარტაპ მეგობრული“ - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა, დაიწყო.

„სტარტაპ მეგობრული“ სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტი - ასე აფასებს „სტარტაპ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. 

„სტარტაპ ჯორჯიაც“, თავისთავად, ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება გააჩნია, ვინაიდან, იგი ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვყავს ამდენი გამარჯვებული ახალგაზრდა „სტარტაპ ჯორჯიას“ პირველ ტურში. თქვენ გაიმარჯვეთ კონკურენტულ, გამჭვირვალე კონკურსში, სადაც მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპის ექსპერტები, არამედ venture-კაპიტალისტები, წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები “სილიკონ ველიდან” და სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი რამ დავიწყეთ - ქართული ეკონომიკის განვითარების სრულიად ახალი ფაზა, ახალი ეტაპი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სტარტაპები ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიურ და სწრაფად მზარდ ნაწილს წარმოადგენენ. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ გაიზრდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც შეიძლება გაიზარდოს ინოვაციური კომპანია. 

„ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება. ეს არის „სტარტაპ ჯორჯიას“ ყველაზე დიდი უკუგება, როგორც პროექტისა, რომლის შემდეგი ფაზის - „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციას ვმართავთ. „სტარტაპ მეგობრული“ ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თვითონ იყვნენ დამწყები ბიზნესმენები, დღეს კეთილი ნება გამოიჩინეს. ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი“ ჩაერთო, რომლის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, პრემიერის განცხადებით, თავის დროზე ბანკი 500 აშშ დოლარით დააფუძნა.

„ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „სტარტაპ მეგობრული“ არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი და მთავრობას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ახალგაზრდებს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს.

პროექტ „სტარტაპ მეგობრულის” პრეზენტაციას, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წევრები და როგორც დამწყები, ისე - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ

შავი ზღვის მარგალიტის” 5 მილიარდიანი პროექტი იწყება

ეკონომიკა

დასავლეთ საქართველოში 5 მილიარდიანი პროექტი იწყება. საუბარია, პროექტ  „შავი ზღვის მარგალიტის” მშენებლობაზე, რომელიც თავის თავში რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორისაა გონიოს ინდუსტრიული ზონა. შესაბამისი მემორანდუმი ზონის ადმინისტრატორ კომპანია ICBT Corp-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა.

პროექტი გონიოში 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა. იდეის ავტორი ქართული „ჯორჯიან ბელარუს ბიზნეს ჯგუფია”, რომელმაც პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფი გააერთიანა და კომპანია ICBT-ად (ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი” ჩამოყალიბდა.

ზონის ადმინისტრატორი ქართული კომპანია „კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი”-ს ხელმძღვანელი მერაბ დავითაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მრავალმილიარდიან პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმებია გაფორმებული იმერეთის და გურიის გუბერნიებთან. როგორც დავითაძე ამბობს, რამდენიმე დღეში ინვესტორი საგარანტიო თანხას, 150 მილიონი დოლარის ოდენობით გამოყოფს, რომლის შემდეგაც კომპანიას სიმბოლურ ფასად (1 ლარად) იმერეთში, გურიაში და აჭარაში რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

მათ შორის, იმერეთში – 2. 500 კვადრატული მეტრი, გურიაში – 550 ჰექტარი, აჭარში -99 ჰექტარი.

დავითაძის განცხადებით, რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ის მას შემდეგ გაიცემა, რაც ურბანული დაგეგმარება დასრულდება. ასევე გეოდეზია, ესკიზური პროექტი და მაკეტი.

მისივე განმარტებით, საშუალოდ, მშენებლობის ნებართვის მიღებას 2 წელი დასჭირდება. „მას შემდეგ რაც ტერიტორია ჩვენ გადმოგევეცემა, დავიწყებთ წინასაპროექტო სამუშოებს და კვლევებს”-აცხადებს დავითაძე.

ინდუსტრიული ზონა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ბიზნეს ობიექტების განთავსებას გულისხმობს, სადაც განთავსდება საფონდო ბირჟა, სალიზინგო კომპანიები და ბიზნეს სუბიექტები. მეორე ნაწილი ტურისტულ ზონას მოიაზრებს, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები განთავსდება. მესამე კი ვირტუალურ ზონას გააერთიანებს, სადაც IT ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

დავითაძე ამბობს, რომ საინვესტიციო თანხა შეადგენს დაახლოებით 4,5- 5 მილიარდ აშშ დოლარს. მისივე ინფორმაციით, პროექტით, ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე რამდენიმე თვის წინ პროექტ „შავ მარგალიტს” უპრეცენდენტოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ გურიის რეგიონში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე საწარმოს აშენება. მათ შორის იქნება,ქათმის ფერმა, მინის ტარის წარმოება, სანაყინე, ბავშვა კვება და ასე შემდეგ.

2015 წლის ივლისში კომპანიაში აცხადებდნენ, ბიზნეს მიმართულების მხრივ პროექტის ფარგლებში შეიქმნება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომლის ლიცენზიაზეც კომპანიას ეროვნულ ბანკისგან მზაობა აქვს. ლიცენზიის მიღება ზონის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ მოხდება.

„ამ ბანკის მეშვეობით მოხდება ტრანზაქციების განხორციელება. ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დააფინანსეს პირველადი სამუშაოების განხორციელება”-აცხადებდნენ კომპანიაში.

გარდა ამისა, 99 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე იგეგმება სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც 18-20 მსხვილი საწარმოს ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 800-850 მილიონი დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. დასაქმდება 20 000 ადამიანი. პროექტი გულისხმობს ტურისტულ მიმართულებასაც. პროექტის დასრულება 2019 წლის აპრილ-მაისში იგეგმება.

აღსანიშნავია,რომ ინდუსტრიული ზონის „შავი ზღვის მარგალიტის” განხორციელება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო 2015 წლის ზაფხულიდან ჭიანურდება.

 

წყარო: commersant.ge

ამინდის პროგნოზი

K´ut´aisi Georgia Clear (night), 22 °C
Current Conditions
Sunrise: 6:54 am   |   Sunset: 7:11 pm
72%     6.4 km/h     33.661 bar
Forecast
სამშ Low: 21 °C High: 36 °C
ოთხშ Low: 20 °C High: 36 °C
ხუთშ Low: 18 °C High: 37 °C
პარ Low: 22 °C High: 34 °C
შაბ Low: 21 °C High: 25 °C
კვ Low: 20 °C High: 27 °C
ორშ Low: 19 °C High: 28 °C
სამშ Low: 17 °C High: 33 °C
ოთხშ Low: 20 °C High: 28 °C
ხუთშ Low: 17 °C High: 23 °C

ვალუტის კურსი

Advertisement

სიახლეები სხვა და სხვა კატეგორიებიდან

Grid List

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტი ქუ­თა­ი­სის "ბაგ­რა­ტი" თბი­ლის­ში "არ­მი­ას" სტუმ­რობ­და და დი­დი მონ­დო­მე­ბის, სწო­რი ტაქ­ტი­კის წყა­ლო­ბით მე­ტო­ქე და­მა­ჯე­რებ­ლად, 29:14 და­ა­მარ­ცხა. არ­მი­ე­ლებს სალ­მის თქმაც არ და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ, რომ "ბაგ­რა­ტის" გა­რე­მარ­ბ­მა გი­ორ­გი ფრუ­ი­ძემ მე-10 წამ­ზე ლე­ლო გა­უ­ტა­ნა. თა­მაშ­ში ბურ­თი მო­ედ­ნის ცენ­ტ­რი­დან ქუ­თა­ი­სელ­თა მგე­ზავ­მა რე­ზო ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნა. მე­ტო­ქის 22-მეტ­რი­ან ზო­ნას­თან ყვე­ლას ფრუ­იძემ დაასწრო და ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა გაიტანა - 7:0. "არმია" ოდნავ დაიბნა, თამაშის დალაგება დიდხანს ვერ მოახერხა. 29-ე წუთზე კი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 10:0. ტაიმის მიწურულს არმიელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 36-ე წუთზე შესანიშნავი იერიში განახორციელეს. შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს, ბოლოს მარცხენა ფრთაზე ბურთი ბოლომდე ჩაათამაშეს და ლელო გარემარბმა მიხეილ მასხარაშვილმა მიითვალა. ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 7:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ საწყისი 25 წუთი ისევ "ბაგრატის" იყო. ქუთაისელებმა 50-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ხაზი ლევან თხელიძემ გაჭრა, შეტევა გივი ლოსაბერიძემ განაგრძო, ამან შერკინების კვაჭს, გოგა მაღლაკელიძეს გაატანა, რომელიც მასპინძლებმა ვეღარ შეაჩერეს. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 17:7. 

"ბაგრატი" ამას არ დასჯერდა. 63-ე წუთზე სტუმრებმა "არმიას" შეცდომა კარგად გამოიყენეს. ფულბეკი სერგო კვერნაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს დაეუფლა, ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ კი ყველაზე სწრაფად ფრუიძე გაჩნდა და მეორე ლელო მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7. 

ექვს წუთში "ბაგრატმა" კიდევ უფრო ლამაზი ლელო გაიტანა. მეტოქის ხაზი კობახიძემ გაჭრა, მერე ბურთი ცხრა ნომერ ლოსაბერიძეს გაატანა, ამან მარჯვენა ფრთაზე უმალ ჯინჭველაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა თუმცა მას და მეტოქესაც გარემარბმა ბექა ტორაძემ დაასწრო. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 29:7. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ქუთაისელებს საპრემიო ქულაც უნდა აეღოთ, მაგრამ "არმიამ" არ დაანება. 72-ე წუთზე მათ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შესანიშნავი იერიშის ორგანიზება შეძლეს და ლელო ძელებს შორის ურჯუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვაც თვითონ მიითვალა - 14:29. 

ლა-ლაგუნის უნივერსიტეტის კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა ალეხანდრო სუარეს მასკარენიომ და მისმა ხელმძღვანელმა რაფაელ რებოლომ „სუპერდედამიწის“ ტიპის პლანეტა GJ 536 b აღმოაჩინეს. პლანეტა ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 33 სინათლის წლის მოშორებით და მისი მასა დაახლოებით 5,4 დედამიწის მასის ტოლია. კვლევა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები არიან ჩართულნი, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება.

ვარსკვლავ GJ 536-ის გარშემო მოძრავი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში არ მდებარეობს, თუმცა, მისი მოკლე ორბიტული პერიოდისა (8,7 დღე) და დედა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ნათების გათვალისწინებით, პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა ნამდვილად მიმზიდველია საკვლევად; ვარსკვლავი საკმაოდ ცივია, რითაც ახლოსაა ჩვენს მზესთან. კვლევის დროს, დაფიქსირდა მაგნიტური ველის ციკლის მზის მსგავსი აქტივობა, თუმცა მოკლე, სამწლიან პერიოდში.

„სხვათა შორის, ეს პირველი პლანეტაა, რომელიც ამ ვარსკვლავთან ვიპოვეთ, თუმცა კვლევას ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, ჰყავს თუ არა მას კომპანიონი პლანეტებიც. ამ ჯგუფისათვის, ძირითადად კლდოვანი პლანეტებია დამახასიათებელი, განსაკუთრებით ამ ტიპის ვარსკვლავების ირგვლივ. თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარსკვლავისგან ცოტა უფრო მოშორებით, მომდევნო 100 დღიდან რამდენიმე წლიან პერიოდში, კიდევ ვიპოვით სხვა, დაბალი მასის მქონე პლანეტებს. ამჟამად, სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ, რათა ამ ახალ ეგზოპლანეტათა ტრანზიტს დავაკვირდეთ და განვსაზღვროთ მათი რადიუსი და სიმჭიდროვე“, — ამბობს პუბლიკაციის ავტორი ალეხანდრო სუარეს მასკარენიო. 

„ეს კლოდვანი ეგზოპლანეტა მზეზე უფრო პატარა და ცივი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თუმცა, ვარსკვლავი საკმაოდ კაშკაშაა. გარდა ამისა, კარგად დაკვირვებადია ამ ვარსკვლავის როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთ ნახევარსფერო, რაც ძალიან წაგვადგება სამომავლო მაღალსტაბილური სპექტროგრაფიული კვლევებისთვის, განსაკუთრებით კი სასიცოცხლო ზონაში მდებარე სხვა კლდოვანი პლანეტების გამოვლენაში“. 

პლანეტა ერთობლივი ძალებით აღმოაჩინეს კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტმა და ჟენევის ობსერვატორიამ, რისთვისაც გამოიყენეს რამდენიმე ტელესკოპი, მათ შორის ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებული მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მაძიებელი (HARPS), HARPS North-ი და კანარის კუნძულებზე მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიის გალილეოს ეროვნული ტელესკოპი.

 

წყარო: Cსტუდია

 

 

დღეს ქუთაისში, თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში, კლუბ "თეთნულდი"-ის ინიციატივითა  და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრა მითი"- ის მხარდაჭერით  ფოტო გამოფენა მოეწყო. გამოფენა მიეძღვნა ქართველების ფერეიდანში გადასახლების 400 წლის თავს. ფოტოებზე ასახული იყო, ირანში ექსპედიციის პერიოდში გადაღებული კადრები, გამოფენაზე არჩილ გეგენავას , გიორგი ჯანელიძის და გიორგი ენუქიძის ფოტოები იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის ფოტო გამოფენა იგეგმება, თბილისსა და ბათუმში.

დამთვალიერებლებს ფოტოების ნახვა თიბისი გალერეაში ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 
Advertisement